1
1
previous arrow
next arrow
1
2
3
4
4k5a2909
6
5
4k5a2936
4k5a2941
4k5a2943
previous arrow
next arrow
Shadow

ქუთაისის სპორტის სასახლის სრული რეაბილიტაცია

დამკვეთი: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ლოკაცია: ქ. ქუთაისი, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილი N121 სამუშაოების ხანგრძლივობა: 6 თვე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, Sani 2020-მა განახორციელა ქუთაისის სპორტის სასახლის სრული რეაბილიტაციის პროექტი, რომლის მიზანი იყო არსებული ინფრასტრუქტურის განახლება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

პროექტის ფარგლებში შესრულდა კედლებისა და იატაკების სრული დემონტაჟი, კედლების შელესვა, იატაკის მოჭიმვა, კერამოგრანიტის ფილების მოწყობა, ასევე შიდა და გარე ფასადების სრულყოფილი შეღებვა. სამუშაოები ასევე მოიცავდა ტრიბუნების რეაბილიტაციასა და ახალი მაყურებლის სავარძლების მონტაჟს, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სპორტული სივრცის ფუნქციონალურობა და კომფორტი.

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ახალი ელექტრონული ტაბლოების მონტაჟი და სათამაშო მოედნის იტალიური წარმოების პროფესიონალური სპორტული პარკეტით მოწყობა. გამოყენებული მასალები და შესრულებული სამუშაოები სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებს.

რეაბილიტაციის შედეგად ქუთაისის სპორტის სასახლე აკმაყოფილებს FIBA Level 1 სტანდარტს, რაც შესაძლებლობას იძლევა, დარბაზმა საერთაშორისო დონის კალათბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლოს.

პროექტი წარმოადგენს Sani 2020-ის გამოცდილებისა და მაღალი ხარისხის სამშენებლო სამუშაოების კიდევ ერთ წარმატებულ მაგალითს, სადაც თანამედროვე სტანდარტები, ხარისხი და ფუნქციონალურობა ერთიანდება.