ჩვენ გთავაზობთ სრულ სამშენებლო მომსახურებას – პროექტის დაგეგმვიდან შესრულებამდე, ასევე არსებული ობიექტების რეაბილიტაციასა და განახლებას.
ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის პროექტებზე, მათ შორის საგანმანათლებლო, ინდუსტრიულ და ურბანულ მიმართულებებში.

ამ მიმართულებების ფარგლებში ვახორციელებთ:

საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობას

სპორტული კომპლექსების მოწყობას

ქარხნებისა და საწარმოო ობიექტების მშენებლობას

პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობას

3b0a4460
3b0a3775
მანამდე
შემდეგ

ჩვენ ვახორციელებთ საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციას თანამედროვე სამშენებლო სტანდარტების სრული დაცვით. ჩვენი მიზანია შევქმნათ უსაფრთხო, ფუნქციური და კომფორტული საგანმანათლებლო სივრცეები, რომლებიც სრულად პასუხობს ბავშვებისა და პერსონალის ყოველდღიურ საჭიროებებს.

პროექტირების და მშენებლობის თითოეულ ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სივრცის სწორ დაგეგმარებას, განათებისა და ვენტილაციის ხარისხს, უსაფრთხოების ნორმებსა და გამოყენებული მასალების სანდოობას.

ვქმნით გარემოს, რომელიც ხელს უწყობს სწავლის პროცესს, ბავშვების განვითარებასა და მათ კეთილდღეობას – იქნება ეს საკლასო ოთახები, სათამაშო სივრცეები, სპორტული ზონები თუ საერთო გამოყენების ინფრასტრუქტურა.

ასევე ვითვალისწინებთ თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეების მოთხოვნებს, მათ შორის:

◊ ერგონომიულ და ადაპტირებულ ინტერიერს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის

◊ ინკლუზიურ გარემოს და ხელმისაწვდომობას

◊ ენერგოეფექტურ და მდგრად სამშენებლო გადაწყვეტებს

◊ უსაფრთხო ეზოსა და გარე სივრცეების მოწყობას

მომსახურება მოიცავს:

◊ ახალი სკოლებისა და ბაღების მშენებლობას

◊ არსებული შენობების რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციას

◊ შიდა და გარე ინფრასტრუქტურის სრულ მოწყობას

◊ საინჟინრო სისტემების ინტეგრაციას

◊ უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფას

ჩვენ ვახორციელებთ სპორტული კომპლექსებისა და მრავალფუნქციური სპორტული სივრცეების პროექტირებასა და მშენებლობას – ვქმნით გამძლე, უსაფრთხო და თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს სივრცის ეფექტურ და კომფორტულ გამოყენებას.

პროექტის თითოეულ ეტაპზე ვაქცევთ ყურადღებას ფუნქციურ დაგეგმარებას, სივრცის სწორ ზონირებას, მასალების ხარისხსა და უსაფრთხოების ნორმებს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურის გამძლეობა და ინტენსიური დატვირთვის პირობებში მისი სტაბილური ფუნქციონირება.

ასევე ვითვალისწინებთ სპორტული ობიექტებისთვის კრიტიკულ ფაქტორებს, მათ შორის:

◊ შესაბამისი სპორტული საფარების სწორ შერჩევასა და მონტაჟს

განათების და ვენტილაციის ოპტიმალურ სისტემებს

◊ ტრიბუნების, გასახდელებისა და დამხმარე სივრცეების ფუნქციურობას

◊ ენერგოეფექტურ და თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტებს

მომსახურება მოიცავს:

◊ სპორტული დარბაზებისა და მოედნების მშენებლობას

◊ გარე სპორტული სივრცეების მოწყობას

◊ სპეციალური სპორტული საფარების მონტაჟს

◊ საინჟინრო ინფრასტრუქტურის სრულ ინტეგრაციას

ჩვენი კომპანია ასევე ახორციელებს ინდუსტრიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, რომელიც მორგებულია პროექტის სპეციფიკასა და დამკვეთის საჭიროებებზე. ვქმნით პრაქტიკულ და გამართულ სივრცეებს, სადაც გათვალისწინებულია როგორც ფუნქციური დაგეგმარება, ისე ტექნიკური და საინჟინრო მოთხოვნები. თითოეული პროექტი მუშავდება ინდივიდუალურად, რაც საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ ოპტიმალური გადაწყვეტა სხვადასხვა ტიპის საწარმოო და ინდუსტრიული ობიექტებისთვის.

მომსახურება მოიცავს:

◊ ქარხნებისა და საწარმოო შენობების მშენებლობას

◊ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას

◊ პროექტის კოორდინაციასა და მართვას

5 (2)
13
მანამდე
შემდეგ

ჩვენი კომპანია უზრუნველვყოფს სასაწყობე სივრცეების მშენებლობას, რომლებიც მორგებულია შენახვის სპეციფიკასა და ობიექტის ეფექტურ დატვირთვაზე.

პროექტირებისას ყურადღებას ვუთმობთ სივრცის ეფექტურ გამოყენებასა და სწორ დაგეგმარებას, რათა საწყობი იყოს პრაქტიკული და მოსახერხებელი ყოველდღიური ოპერაციებისთვის.

მომსახურება მოიცავს:

◊ საწყობების მშენებლობას

◊  ლოგისტიკური სივრცეების დაგეგმარებას

◊ გამძლე კონსტრუქციების მოწყობას

ჩვენ ვახორციელებთ პარკებისა და სკვერების მოწყობას, სადაც ერთიანდება ფუნქციურობა, კომფორტი და ესთეტიკა. ვქმნით ურბანულ სივრცეებს, რომლებიც ადაპტირებულია საზოგადოებრივი გამოყენებისთვის და პასუხობს თანამედროვე ქალაქის მოთხოვნებს.

პროექტირებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სივრცის სწორ დაგეგმარებას, ვიზუალურ მთლიანობასა და გარემოს ჰარმონიულ მოწყობას, რათა ტერიტორია იყოს კომფორტული, უსაფრთხო და მიმზიდველი ყველა ვიზიტორისთვის.

ვქმნით გარემოს, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს დასვენებას, გადაადგილების სიმარტივეს და ყოველდღიური გამოყენების კომფორტს – იქნება ეს საფეხმავლო ზონები, გამწვანებული სივრცეები თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

მომსახურება მოიცავს:

◊ პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობას

◊ საფეხმავლო ბილიკების და გამწვანების მოწყობას

◊ დასასვენებელი და საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას