პროექტის ფარგლებში განხორციელდა N1 სენაკის ტექნოლოგიური ჰაბის შენობის დასრულებისა და სრულფასოვანი ექსპლუატაციისთვის საჭირო საინჟინრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების კომპლექსი.
ჩვენი ჩართულობა მოიცავდა როგორც შიდა სივრცეების საბოლოო ფორმირებას, ასევე ყველა ძირითადი სისტემის გამართვას, რაც აუცილებელია თანამედროვე ტექნოპარკის ეფექტური ფუნქციონირებისთვის.
შესრულებული სამუშაოები მოიცავდა:
შიდა მოსაპირკეთებელ სამუშაოებს
ვენტილაციის სისტემის მოწყობას
გათბობა-გაგრილება-კონდიცირების სისტემების ინსტალაციას
დამხმარე საქვაბე შენობის გამართვას
ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემების მოწყობას
სახანძრო უსაფრთხოების სისტემების დანერგვას
გარე ტერიტორიის კეთილმოწყობასა და გამწვანებას
სამუშაოები განხორციელდა განსაზღვრულ ვადაში და შესაბამისობაში თანამედროვე სტანდარტებთან.
პროექტის შედეგად შეიქმნა სრულად ფუნქციური ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობას ატარებს რეგიონისთვის.
პროექტი: სენაკის ტექნოლოგიური ჰაბი
დამკვეთი: საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
ლოკაცია: სენაკი, წერეთლის ქ. N8
ხანგრძლივობა: 3 თვე