პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალი წლის წინ აშენებული სამსართულიანი სკოლის შენობისა და მასთან ცალკე მდგომი შენობის სრული რეაბილიტაცია.
სამუშაოები მოიცავდა შენობის კონსტრუქციის გამაგრებას, ვიზუალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მისი ფუნქციური სისტემების სრულად გამართვას თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო უსაფრთხო და ადაპტირებული გარემოს შექმნა — გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები და უზრუნველყოფილია ინკლუზიური ინფრასტრუქტურა.
სრულად განახლდა სანიტარული კვანძები თანამედროვე ნორმების შესაბამისად. ასევე მოწესრიგდა სპორტდარბაზი და გარე სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესისთვის სრულფასოვან გარემოს.
პროექტი განხორციელდა განსაზღვრულ ვადებში და პასუხობს თანამედროვე სამშენებლო და საგანმანათლებლო სტანდარტებს.
დამკვეთი: მუნიციპალური განვითარების ფონდი
ლოკაცია: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფელი სალხინო
სამუშაოების ხანგრძლივობა: 8 თვე
ნაკვეთის ფართი: 17,107 მ²
შენობის ფართი: 1,870.17 მ²