პროექტის ფარგლებში განხორციელდა საბავშვო ბაღის სრული სამშენებლო პროცესი.
აშენდა ერთსართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 50 ბავშვზე და მოიცავს ორ 25-ბავშვიან ჯგუფს. შენობა სრულად დასრულებულია რემონტით და სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე მოთხოვნებთან.
გარე სივრცე მოეწყო ისე, რომ უზრუნველყოფდეს როგორც აქტიურ, ისე მშვიდ გარემოს - მოიცავს გასართობ, მოსასვენებელ და გამწვანებულ ზონებს.
პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოებაზე – შენობა ტექნიკურად შესრულებულია ისე, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული აღსაზრდელების უსაფრთხოება.
პროექტი წარმოადგენს თანამედროვე, სრულად ფუნქციურ და ბავშვებზე მორგებულ ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტას.
პროექტი: საბავშვო ბაღი, წალენჯიხა
დამკვეთი: მუნიციპალური განვითარების ფონდი
ლოკაცია: წალენჯიხა, გაგარინის ქ. N3
ხანგრძლივობა: 1 წელი
ნაკვეთის ფართი: 3,070 მ²
შენობის ფართი: 656.3 მ²